პროექტი – „ფსოუზე აირეკლა ვარსკვლავებად“
პროექტი განკუთვნილი იყო საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიზნებიდან გამომდინარე, არამედ, თავად აქტივობებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად.
მოტივაციის ასამაღლებლად ჩვენს პროექტში უშუალოდ იყო ჩართული ეროვნული ბიბლიოთეკა, მწერალთა კავშირი, კონფლიქტების მართვის ასოციაცია. საუკეთესო ესეები, ვიდეოკლიპები გამოქვეყნდა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. პროექტის ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო სკოლა, პედაგოგი, ნაშრომი თითოეული აქტივობიდან. დასკვნით კონფერენციაზე პედაგოგებს ჰქონდათ თავიანთი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობა. პროექტისა და კონფერენციის საუკეთესო მოხსენებები და ნამუშევრები გამოქვეყნდა სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის სახელით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ვიდეო მიმართვა პროექტის მონაწილეებისადმი.
პროექტის – ,,ფსოუზე აირეკლა ვარსკვლავებად“ – შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტში მონაწილეობას იღებდა 45 სკოლა რესპუბლიკის მასშტაბით. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად გამოხატეს ის ემოციები, შთაბეჭდილებები, რომლებიც შეექმნათ პროექტის მსვლელობის განმავლობაში. ეს იყო ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარების კიდევ ერთი მცდელობა.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი, ქალბატონი მაია ინასარიძის მიმართვა მოსწავლეებს
https://www.faceboo/k.com/taogsl/videos/567848690266335
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
https://www.facebook.com/watch/?v=568717586846112
Menu
Not a member yet? Register Now
Already a member? Login Now















