
თიმსის პლატფორმაზე შედგა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით განხორციელებული ქსელური პროექტის “ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა” შემაჯამებელი შეხვედრა. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტი წარმატებით შედგა, რაც თვალნათლივ გამოჩნდა ამ ღონისძიებით. ეს თაობა ნამდვილად თავისუფლებაშია დაბადებული და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს. დიდი მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის!
Სასწავლო -შემეცნებითი პროექტები მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი პროექტი საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო გახლადთ, განსხვავებული აქტივობებიდან გამომდინარე. შეძენილი კომპეტენციები მოსწავლეებს დაეხმარება სამყაროში თვითრეალიზებასა და ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში. ამასთან ამ პროექტით მათ კიდევ ერთხელ შეძლეს მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.
Არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თემატიკა – ჩემი არჩევანი ჩემი თავიუფლებაა. მოსწავლეებმა, თავისუფლების ძიებისას, გააცნობიერეს, რომ თავისუფლება მაშინ არის უმაღლესი ღირებულება, როდესაც საქმე ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება და იმედია, ისინი შეძლებენ საკუთარი თავისუფლების ნებაყოფლობით მოზღუდვას, როცა საქმე მეორე ადამიანის თავისუფლებას ეხება. ამ უკანდახევით არათუ კნინდება თავისუფლების არსი, არამედ ღრმავდება მისი საზრისი.
Განხორციელებულმა აქტივობებმა სწორედ ამ უმაღლესი ღირებულების დაფასების შესაძლებლობა მისცა მათ.
მადლობა სსემას თავისუფლებისათვის! ჩვენ ვაკეთებდით იმ საქმეს, რომელიც გვიყვარს და ”გავიგეთ ” რა არის თავისუფლება!
Სამომავლოდ Მოსწავლეები ელიან ახალ საინტერესო პროექტს და მადლობელნი არიან პროექტის ორგანიზატორებისა.
Ფოთის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი – ნინო გაბუნია.
დიდი მადლობა ქალბატონ რუსა გონაშვილს ასეთი საინტერესო პროექტისთვის!
ამ შემეცნებითი პროექტის ფარგლებში უამრავი ახალი რამ გავიგე, გავხდი უფრო შემოქმედებითი და ასევე უკეთესად გავითავისე, თუ რაშია ჯგუფური მუშაობის არსი. მთელი ამ პროექტის განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვა იდეებს ვაწვდიდით ერთმანეთს, რამაც უკეთ გაგვაცნო ერთმანეთი. ჩვენს ასეთ ჯგუფურ თანამშრომლობაში დიდი როლი შეასრულა ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან კაკაჩიამ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას.
სსიპ ქ. ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლე ზარქუა გვანცა.
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსას პროექტის შექმნისთვის,ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან დღესდღეობით მოზარდებისთვის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ,რომ ამ პროექტის სახით მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა და თავისუფლად გამომეხატა ჩემი აზრი. ვთვლი, რომ ასეთი პროექტები ეხმარება ბავშვებს განვითარებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებაში, ამიტომაც კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ პროექტში
Სოფო ჩიტია -სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე
მოგესალმებით ძვირფასო მასწავლებლებო და მოსწავლეებო. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა სკოლას პროექტში მოპოვებული წარმატებას. პროექტის განხორციელების პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდით ჩვენი ქართული ენის მასწავლებელი ქეთევან ლიქოკელთან ერთად.. თავიდან ჩვენთვის, არაქართულენოვანი სკოლისთვის ცოტა რთული იყო ტექნიკასთან მუშაობა. ამიტომ ვიცოდით, რომ ჩვენს ნამუშევარზე უკეთესი ნამუშევრები აუცილებლად იქნებოდა. მაგარამ პირველი ეტაპზე მოპოვებული წარმატებამ, ანუ სერთიფიკატებმა მოტივაცია მისცა ჩვენს სკოლას და უფრო მეტად ვიშრომეთ და გამოვიყენეთ კომპიუტერული შესაძლებლობა. ამის შედეგად წარმატებასაც მივაღწიეთ. პროექტის განხორციელების განმავლობაში გავაუმჯობესეთ ჩვენი უნარ-ჩვევები, სასაუბრო ლექსიკა, ტექნიკასთან ურთიერთობა და, რაც მთავარია, ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენი უფლებების და მოვალეობების შესახებ. უღრმესი მადლობა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციას ამ პროექტის “ ჩემი არჩევანი, ჩემი თავისუფლებაა” განხორციელებისთვის.
პატივისცემით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ჩინარა ნაბიევა
